შეკვეთის მონაცემები
შეკვეთის გასაფორმებლად საიტი იღებს სახელს, გვარს, ტელეფონს, ელფოსტას, მიღების გზას და შევსებულ შენიშვნას. შეკვეთასთან ინახება პროდუქტები, რაოდენობა, თანხა და გადახდის სტატუსი. ეს ინფორმაცია გამოიყენება შეკვეთის დამუშავებისა და შენთან დაკავშირებისთვის.
ბანკით გადახდა
ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა და CVV შეიყვანება საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე. Laminart ამ მონაცემებს არ იღებს და არ ინახავს. ბანკს გადაეცემა გადახდის იდენტიფიკატორი, თანხა და არჩეული მეთოდისთვის საჭირო პარამეტრები; საიტი ბანკისგან ამოწმებს ოპერაციის შედეგს. ბანკის გვერდსა და განვადების კალკულატორზე მოქმედებს ბანკის მონაცემთა დამუშავების პირობები.
მოთხოვნის ფორმა
მოთხოვნის ფორმა იღებს სახელს, ტელეფონს, შეტყობინებას და, შევსების შემთხვევაში, ელფოსტასა და კომპანიის დასახელებას. პროდუქტთან დაკავშირებულ მოთხოვნას თან ახლავს არჩეული მოდელი, კოდი და რაოდენობა. ინფორმაცია ინახება მოთხოვნაზე პასუხის გასაცემად.
კალათა და ბრაუზერში შენახული სიები
კალათასთან დასაკავშირებლად გამოიყენება აუცილებელი დაცული cookie, რომლის მოქმედების ვადაა 30 დღე. ამ cookie-ში ბარათის მონაცემები არ ინახება. საიტის მონაცემების წაშლა ბრაუზერს არსებულ კალათასთან კავშირს უკარგავს; უკვე შექმნილ შეკვეთას ეს არ შლის.
შენახული პროდუქტები, ბოლოს ნანახი მასალები, საძიებო ისტორია, შედარება, კატალოგის ხედვა და მოთხოვნის სია ინახება ბრაუზერის ლოკალურ მეხსიერებაში. მათი წაშლა შეგიძლია შესაბამისი ღილაკებით ან ბრაუზერის საიტის მონაცემების გასუფთავებით.
ტექნიკური მუშაობა და მიმართვა
სერვერი ამუშავებს გვერდებისა და ფორმების მოთხოვნებს, მათ შორის სპამისა და განმეორებითი გადახდისგან დაცვისთვის. ინფორმაციის შესასწორებლად ან მონაცემებზე კითხვისთვის მოგვწერე კონტაქტის ფორმიდან. შეტყობინებაში ნუ მიუთითებ ბარათის მონაცემებს ან პაროლს.